logo
ENG



შაბათის ფორმულა: ბათუმში კანონიერი ქურდები "მარშუტკის" მძღოლებს და რესტორნებს არეკეტებენ

25 დეკ 202120:31
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ გაარკვია როგორ მფარველობენ ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ბათუმს და როგორ დაუთმო ხელისუფლებამ ქალაქის მმართველობა კანონიერ ქურდებს. 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბათუმში კრიმინალებთან პირდპირ კავშირზე პოლიციის მაღალჩინოსნებიც არიან. შაბათის ფორმულას წყაროს თქმით, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლია, კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი ბათუმში რამდენჯერმე იყო შესული. კერძოდ, წითელი ცირკულარით ძებნილი ლავასოღლი ბათუმში წინასაარჩევნოდ თბილსის მერის კახა კალაძის თხოვნით იყო ჩასული, იმისათვის რომ ქართული ოოცნებისთვის "სიტუაცია დაელაგა", რის შემდეგაც მან ბათუმი დატოვა. 

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ბათუმში ე.წ. კანონიერი ქურდის სახელით სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს არეკეტებენ. ისინი ე.წ. ობშიაკს აგროვებენ. 

წყაროს ინფორმაციით, ტაქსის ან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის თითოეული მძღოლი ვალდებულია თანხა საწევროსავით ყოველ თვე გადაიხადოს. ფული შუამავლების გავლით, კანონიერ ქურდებთან მიდის.

წყაროს თქმითთ, აჭარის გადანაწილებას ორი ე.წ. კანონიერი ქურდი და მათთან დაკავშირებული დაჯგუფებები ცდილობენ. ერთად მოქმედებენ ლავასოღლის და აკაკი ტუღუშის, იგივე ენცოს დაჯგუფებები, მათთან დაპირისპირებულია ასლან ქობულაძის იგივე ბაბუს კლანი.

შაბათის ფორმულას უყვებიან, რომ რეკეტი ნებისმიერ ბიზნესს ეხება და ფული ქურდებთან ყველა მხრიდან მიდის, მათ შორის სარესტორნო ბიზნესიდან. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი ბათუმის რესტორანში მოხდა, სადაც ცოტა ხნის წინ ასლან ქობულაძის სახელით მივიდნენ და წილი მოითხოვეს, როდესაც რესტორნის მფლობელმა ენცოს სახელი უხსენა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ამასობაში 90-იანი წლების პოპულარულმა გამონათქვამმა „ქურდებს სიცოცხლე“-მ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სრულად შეიძინა ის მნიშვნელობა, რა იდეასაც ატარებს. 


close დახურვა